პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებმაც 20 წლის გოგო ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცეს



პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებმაც 20 წლის გოგო ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მარნეულში ორი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ..- ცოლად შერთვის მიზნით გოგო გაიტაცა, რაშიც მას მეორე ბრალდებული, .. ეხმარებოდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ..-, ცოლად შერთვის მიზნით, 2002 წელს დაბადებულ . .- თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ..-.

პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა.

სამართალდამცველებმა .. და .. ბრალდებულის სახით დააკავეს", - წერია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 143- მუხლით მიმდინარეობსრაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ