72 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის პოლიცია 30 წლის მამაკაცს ისევ ეძებს

BOG


72 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის პოლიცია 30 წლის მამაკაცს ისევ ეძებს

ქარელის მუნიციპალიტეტში, 72 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის პოლიცია 30 წლის მამაკაცს ისევ ეძებს. სავარაუდო დამნაშავე მეზობელ ქალს, რომელიც მარტო ცხოვრობს, თავს ღამით დაესხა. გაუპატიურების მცდელობის დროს, მსხვერპლი წინააღმდეგობას უწევდა, რის გამოც მოძალადემ მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. როგორც დაზარალებული ყვება, თავდამსხმელმა ის მინის ნამსხვრევებზე წააქცია და დაზიანებები სახის არეშიც მიაყენა. დანაშაულის ადგილზე პოლიცია დაზარალებულმა, მეზობლების დახმარებით, გამთენიისას გამოიძახა. 72 წლის ქალს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე ძიება გაუპატიურების მცდელობის მუხლით გრძელდება. პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოჰკითხეს დაზარალებული და მისი მეზობლები. მსხვერპლს სხეულის ექსპერტიზა ჩაუტარდა. სავარაუდო დამნაშავის დაკავების მიზნით, სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ