უწყვეტი აქცია - ბობოყვათში კარავს შლიან
ბობოყვათში აქციის მონაწილეები კარავს შლიან და დღეიდან პროტესტის უწყვეტ რეჟიმში გადადიან.
აქციის მონაწილეების განცხადებით, 2 დღის წინ აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართული შეხვედრის დროს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმება ვერ შედგა.
აუქციონის ვადა 25 ივნისს იწურება, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, აღნიშნულ ტერიტორიაზე გაშალონ კარავი და ტერიტორიის შეძენით დაინტერესებულ ინვესტორს დაანახონ, რომ ეს მიწა ხალხის საკუთრებაა.
მათივე გადაწყვეტილებით, კარავში სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება, 25 ივნისს კი კიდევ უფრო ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.