გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბრალდებული დირექტორი, საბიუჯეტო ორგანიზაციაში დაასაქმეს - ზურაბ ილურიძე სამსახურეობრივ გულგრილობაშია დადანაშაულებული



გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბრალდებული დირექტორი, საბიუჯეტო ორგანიზაციაში დაასაქმეს - ზურაბ ილურიძე სამსახურეობრივ გულგრილობაშია დადანაშაულებული

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს, გირაოთი გამოშვებული ყოფილი ხელმზღვანელი მუშაობას ბაღების სააგენტოში აგრძელებს. ზურაბ ილურიძე გიორგი შათირიშვილმა საკუთარ თანაშემწედ დანიშნაილურიძე საქმიანობას უკვე შეუდგა. ფაქტს ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს. ,,ნაციონალური მოძრაობისწევრის ტქმიტ, პირს რომელსაც სამსახურეობრივი გულგრილობის საქმეზე სისხლისამართლის პასუხიაგებაშია მიცემული აღნიშნულ პოზიციას არ უნდა იკავედეს.

,,ერთ-ერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ახალ თანამდებობაზე დანიშვნა იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდებულ ჩინოვნიკს ხელისუფლება ხელს აფარებს“- თქვა ანი ბალიაშვილმა.

ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს ამიერიდა ორი თანაშემწე ეყოლება. ამ პოზიციეზე გიორგი გოგოლაძე და ზურაბ ილურიძე იმუშავებენ. ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, ილურიძე სისხლისამართლის პასუხიაგებაშია მიცემული. საქმე ეხება კულტურის სააგენტოს ბუღალტერის მიერ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისებას. ილურიძის გარდა ამავე საქმეზე  კულტურის სააგენტოს ყოფილ დირექტორებს, გელა კაპანაძეს და დავით წეწვაძეს სამსახურეობრივი გულგრილობისთვის 10 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული და გამოძიება გრძელდება.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ