გორის საკრებულოს ვებგვერდი გათიშულია - უწყებას, რომელმაც 20 000 ლარის პრემია გასცა, ფინანსური დავალიანება აქვს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდი გათიშულია. მიზეზი, სავარაუდოდ ფინანსური დავალიანება გახდა. როგორც ,,ტვ მონიტორინგმა“ შესაბამის სამსახურში გაარკვია, საიტს ჰოსტინგის მომსახურება საფასურის გადაუხდელობის გამო უჩერდება. საკრებულოს აპარატში ადასტურებენ, რომ უწყების საიტი ფინანსური დავალიანების გამოა გათიშული, თუმცა 80 ლარი კომპანიას უკვე გადაურიცხეს. აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წინასაახალწლო პრემიის სახით 20 000 ლარი გასცა და მიზერული ფინანსური დავალიანება ვერ გაისტუმრა.