ხმაური და დაპირისპირება კასპის კულტურის სახლში



ხმაური და დაპირისპირება კასპის კულტურის სახლში

კასპის კულტურის სახლში, სადაც მოსწავლეებს ცეკვისა და სიმღერის გაკვეთილები უმძიმეს პირობებში უტარდებათ ,,ტვ მონიტორინგი“ ბავშვების მშობლების მოთხოვნით ჩავიდა. გადამღები ჯგუფი შენობაში არ შეუშვეს და მათ კულტურის სახლის წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარის გამო, მედიის წარმომადგენლები იძულებულები გახდნენ ადგილზე პოლიცია გამოეძახებინათ და შენობაში ამ ფორმით შეეღწიათ. შიდა ტერიტორიაზე ,,ტვ მონიტორინგის„ ჯგუფს, ის უმძიმესი პირობები დახვდა, რაზეც მშობლები გვწერდნენ. აღმოჩნდა რომ ბავშვები გაყინულ დარბაზში ცეკვავენ და მღერიან. იქ დანთებული შეშის ღუმელი კი სივრცის გათბობას ვერ უზრუნველყობს. პრობლემაა ისიც, რომ შენობაში მოსაწესრიგებელია სველი წერტილები და შეუსაბამო პირობებია.

,,ბავშვები არიან გაყინულები. შეშის ღუმელით თბებიან და შეშას ბავშვებს აზიდინებენ. მოგვხედეთ და გადაიღეთ ეს უმძიმესი პირობები კასპის კულტურის სახლში“-გვწერდა ერთ-ერთი მშობელი.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში გასული წლის ბოლოს პრემიები გასცეს და პრობლემები არ მოაგვარეს. სწორედ ეს არის მოსახლეობისა და ადგილობრივი ოპოზიციის გაღიაზიანების მიზეზი. ისინი ამბობენ, რომ მაშინ, როცა მუნიციპალიტეტში უამრავი პრობლემური საკითხია, როგორ დაიზოგა ჯილდოებისთვის გასაცემი თანხა.

თემაზე ვრცელ სიუჟეტს დღის მთავარ გამოშვებაში ნახავთ. ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღები ჯგუფი მასალას ამ წუთებში ამზადებს.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ