''ვაქცინები არსად არ გამქრალა'' - ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, "ასტრაზენეკას" ვაქცინები არ დაკარგულა და NCDC-ში აუდიტის სამსახური შესვლა, პროცესის უფრო ეფექტურ მართვას ემსახურება.
"ვაქცინები არსად არ გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის ვაქცინების, რომელებსაც კრიტიკულრად ესაჭიროებოდათ მე-10 მე-12 კვირაზე ვაქცინაციის პროცესის უწყვეტობა. შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ცენტრში იმყოფებოდა ამ ფაქტის და ასევე პროცესის მეტად უფრო ეფექტური მართვისთვის. ისინი დღეს წარმოადგენენ ჩვენთან მოხსენებას, ასევე, მოგვცემენ კონკრეტულ მითითებებს, თუ როგორ შეიძლება პროცესი ხარვეზების გარეშე გავრცელედეს", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.