გორის მუნიციპალიტეტში 25 ივნისს საცხენოსნო დოღი გაიმართება
პარასკევს-25 ივნისს, შიდა ქართლში, არაშენდის მთაზე “საცხენოსნო დოღი” გაიმართება. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ცხენოსნები მიიღებენ მონაწილეობას.
საცხენოსნო დოღი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.
ღონისძიება 16:00საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.