ქართული ოცნება - 19%, ენმ - 14% - მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას



ქართული ოცნება - 19%,   ენმ - 14% - მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას

საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, მომავალ შაბათს რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" მოსცემდა ხმას, 14% კი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". 

პირველი არჩევანი შემდეგნაირად განაწილდა:

  • ქართული ოცნება - 19% 
  • ენმ - 14% 
  • გახარიას პარტია - 3% 
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 3% 
  • ლეიბორისტული პარტია - 2% 
  • ლელო - 2% 
  • გირჩი - 2% 
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 2% 
  • ანა დოლიძის პარტია - 2% 
  • მოქალაქეები - 2% 
  • ალტ-ინფო - 1% 
  • დროა - 1% 
  • ევროპული საქართველო - 1% 
  • პატრიოტთა ალიანსი - <1% 
  • ხალხის ძალა - <1%  
  • სხვა - <1%
  • გაფუჭებული ბიულეტენი - 11% 
  • არ მივცემდი ხმას - 5% 
  • არ ვიცი - 20% 
  • უარი თქვა პასუხის გაცემაზე - 7% 

რაც შეეხება კითხვას, ვის მისცემდნენ ხმას იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო ბიულეტენზე მათი არჩეული პარტია არ იქნებოდა, შედეგები ასეთია: 

  • ქართული ოცნება - 2% 
  • ენმ - 3% 
  • გახარიას პარტია - 3% 
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 2% 
  • ლეიბორისტული პარტია - 2% 
  • ლელო - 3% 
  • გირჩი - 1% 
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 4% 
  • ანა დოლიძის პარტია - 1% 
  • მოქალაქეები - 2% 
  • ალტ-ინფო - <1% 
  • დროა - 3% 
  • ევროპული საქართველო - <1% 
  • პატრიოტთა ალიანსი - 1% 
  • ხალხის ძალა - 2%  
  • სხვა - <1%
  • გაფუჭებული ბიულეტენი - 6% 
  • არ მივცემდი ხმას - 1% 
  • არ ვიცი - 19% 
  • უარი თქვა პასუხის გაცემაზე - 2% 

კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ