6 ივლისიდან "ახალბაღი" დაიკეტება



6 ივლისიდან "ახალბაღი" დაიკეტება

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკი "ახალბაღი" სტუმრების მიღებას წყვეტს. ამის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება სახელდება. 

ინფორმაცია, ცნობილი "ახალბაღში" გამართულ შეხვედრაზე გახდა. გაცნობითი შეხვედრა გორის მერიის, შემსრულებელი კომპანიის და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შორის დღეს შედგა. მხარეებმა პარკის სრულმაშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

"პარასკევს ველოდებით ნებართვას, გარემოს ზედამხედველობის სამსახურიდან, სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით. 6 ივლისიდან კი ვგეგმავთ პარკის დაკეტვას და პროქტის გამხორციელების დაწყებას. ხელშეკრულების მიხედვით პარკის განახლება 12 თვეში უნდა დავასრულოთ." - თქვა პროექტის მენეჯერმა, ბექა ჭკადუამ. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ