ვინ მოკლა კასპელი ნოდარ ღუნაშვილი? - კასპში მოხმდარი საზარელი დანაშაულის საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს
შემდეგ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 29 ივნისს გაიმართება, მკველობაში ბრალდებული, სავარაუდოდ, ალაპარაკდება და ჩვენებას, სავარაუდოდ, მოკლულის ცოლის წინააღმდეგ მისცემს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე კი ზურაბ კახიშვილმა, შეიძლება ითქვას, რომ ორწლიანი დუმილი პირველად დაარღვია.
მან პროკუროს სიტყვა შეაწყვეტინა და თქვა, რომ ტყუილია რასაც პროკურორი ლაპარაკობს.
არანაირი შეხება ზურაბ კახიშვილს ამ მკვლელობასთან არ აქვს. ნიადაგის კვალიც კი არ არის აღმოჩენილი მის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, სადაც მკვლელობა მოხდა. მიკრონაწილების ექსპერტიზით არანაირი თანამონაწილეობა გარდაცვლილსა და კახიშვილს შორის არ არსებობს. არანაირი სათვალთვალო კამერები არსებობს, როგორ გადაადგილდა ღამე, კახიშვილი რასაც ქეთევან ჩხაიძე ამტკიცებს, თუმცა ის კამერები, რომელსაც შეეძლო ეს დაეფიქსირებინა, პროკურატურამ არ ამოიღო". - აცხადებს ზურაბ კახიშვილის ადვოკატი.
მოკლულის დედა დარწმუნებულია, რომ ახლაგაზრდა კაცი ცოლმა მოკლა, ამიტომ მოლოდინი აქვს რომ მკვლელობაში ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება ამ საქმეში ყველაფერს შეცვლის.
"პირველი დამნაშავე არის ქეთევანი, მაგან დაარტყა კახიშვილმა გააგრძელა. წინ და უკან სიარულის უფლებას არ მისცემდა გაითვალისწინა, ხვალ, რომ შვილებმა დაუშალონ ურთიერთობა ვინმესთან შვილებიც უნდა მოკლას? იმას, რასაც და რის გამოც მაგან მამა მოუკლა ბავშვებს არც შვილები არ მისცემენ მაგის უფლებას".- ამბობს მოკლულის დედა.
პროკურატურას მოლოდინი აქვს რომ ორივე მსჯავრდებულის მიმართ განაჩენი უცვლელი დარჩება.
ნოდარ ღუნაშვილის მკველობასა და შემდეგ გვამის გადამალვაში მისი ახლო მეგობარია დაკავებული. მსჯავრდებულია მისი ცოლიც, რომელსაც გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება.
ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე მწყემსმა 14 მარტს იპოვა. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი.
შემზარავი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ 33 წლის მამაკაცის ბავშვობის მეგობარი, ზურაბ კახიშვილი, დააკავა. დაკავებულია ასევე ღუნაშვილის ცოლი, ქეთევან ჩხაიძე. მას გამოძიება დანაშაულის დაფარვაში ედავება.
წყარო:tvpirveli