გორში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი

BOG


გორში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავა. ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, დილიდან სპეცოპერაცია  შინდისის გმირების ქუჩაზე მიმდინარეობდა. ოპერაციას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი უძღვება. მისი თქმით, ამოღებულია ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზაზე გადაიგზავნება. დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოგვიანებით გაავრცელებს

ასევე შეგიძლიათ იხილოთ