შსს პრაიდის გუნდს მოუწოდებს - უწყება აცხადებს, რომ ეს მარში შეკრებილი კონტრაქციის გამო საფრთხის შემცველია



შსს პრაიდის გუნდს მოუწოდებს - უწყება აცხადებს, რომ ეს მარში შეკრებილი კონტრაქციის გამო საფრთხის შემცველია

"კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ "თბილისი პრაიდის" მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე", - აცხადებენ შსს-ში. უწყება აცხადებს, რომ ეს მარში შეკრებილი კონტრაქციის გამო საფრთხის შემცველია. შსს არ ავრცელებს ინფორმაციას დააკავა თუ არა ვინმე.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ რომ "თბილისი პრაიდის“ დასკვნითი ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. აღნიშნული რისკების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, არაერთხელ განემარტათ ღონისძიების ორგანიზატორებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ