"შე ქუჩის ქალო" - გორის საკრებულოს თავმჯდომარე დამოუკიდებელ წევს მიმართავს
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დამოუკიდებელ დეპუტატს შეურაცხყოფა მიაყენა და ,,ქუჩის ქალი“ უწოდა. დავით რაძმაძესა და ირმა ამბარდნიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ და მეორე საკითხებს განიხილავდნენ. საკითხები გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებასა და საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საწვავის ლიმიტების დამტკიცებას შეეხებოდა. ამბარდნიშვილმა რაზმაძეს ის პერიოდი გაახსენა, როდესაც სხვა პარტიაში მოღვაწეობდა და მისი განცხადებით, ფულს შოულობდა, რაც ,,ქართული ოცნებიდანაც“ კარგად გამოსდის. რაზმაძე წყობიდან სწორედ ამ სიტვებმა გამოიყვანა და ერთმანეთის შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. სექსისტური და შეურაცხმყოფელი მიმართვის შემდეგ, ამბარდნიშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა, რაზმაძემ კი ბოდიში მოიხადა.