გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 აგვისტოს ელექტროენერგიის
მიწოდება 12:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გორი-ცხინვალის
გზატკეცილზე, წმინდაწყლის და ვოლოგდის დასახლებებში, კარალეთში.
12:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ხაშურში თამარ მეფის, ახალციხის, კოტე
სვანიძის, წერეთლის, გაგარინის, კოსტავას, ალ ჭავჭავაძის ქუჩებზე.
14:30-დან 15:30 საათამდე - აბონენტებს ქარელის რაიონის სოფლებში დირბი, დვანი,
ბრეთი, ტახტიძირი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება
ჩვეულ რეჟიმში აღდგება.