53 წელი პატარების სამსახურში - გორში ღვაწლმოსილი აღმზრდელის გაცილების ცერემონია გაიმართა.
გორის lX საბავშვო ბაღში ღვაწლმოსილი აღმზრდელის გაცილების ცერემონია გაიმართა. ნორა ქარქიშვილმა საბავშვო ბაღში მუშაობა 28 წლის ასაკში დაიწყო და 53 წლის მანძილზე უერთგულა თავის საქმიანობას. 53 წლიანი პროფესიული საქმიანობა, ბაღის პერსონალისა და აღსაზრდელების მიერ მომზადებული თბილი და ემოციური ღონისძიებით დასრულდა. სააგენტოს მეთოდისტებმა ნორა მასწავლებელს მრავალწლიანი კეთილსინდისიერად გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.