ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია და 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა
მორიგი ოქრო საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე. ქართველმა ძალოსანმა, მსოფლიო და ოლიმპიურმა რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ატაცში 223 კგ-ს დაძლევისა და მსოფლიო რეკორდის დამყარების შემდეგ მან აკვრაში 245 კგ-ს სძლია , საერთო ჯამში კი 468 ქულა მოაგროვა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.