ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 25 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ბერძენაულში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სოფლის გზების მდგომარეობა გაუმჯობესდება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები გზა №2-სა და №4-ზე ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის, ხელოვნური ნაგებობების, გზებთან მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას.

ამ ეტაპზე გზა №4-ზე 347 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონით გზის საფარის ქვედა ფენის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სამუშაოებს შპს „გ.კ“ ასრულებს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

ამინდი უარესდება – გაფრთხილება მოსახლეობას

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე, ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში, ამინდი გაუარესდება. კერძოდ, სააგენტო…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში 27 აგვისტოდან იმერეთის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე, 27 აგვისტოდან წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში სამუშაოები დაიწყება, რის გამოც ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება ეტაპობრივად…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით, საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 71 ვაკანსია ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.…

tvmonitoringi · 3 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.