ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 25 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ხაშურში 27 აგვისტოდან იმერეთის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე, 27 აგვისტოდან წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში სამუშაოები დაიწყება, რის გამოც ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება.

პირველ ეტაპზე იმერეთის ქუჩა ჩაიკეტება იმერეთის, ბორჯომისა და რუსთაველის ქუჩების დამაკავშირებელი მოედნიდან იმერეთის ქუჩისა და დიმიტრი ყიფიანის მეორე შესახვევის კვეთამდე.

შეზღუდვის პერიოდში მოქალაქეებს გადაადგილებისთვის შეუძლიათ გამოიყენონ დიმიტრი ყიფიანის პირველი შესახვევი, ყიფიანის, თუმანიშვილის, ლომიურის, 26 მაისის და ტაბიძის ქუჩები, ასევე ბაზრის მიმდებარე გზები.

ქუჩის გადაკეტვა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რათა სამუშაოები შეუფერხებლად ჩატარდეს და მოქალაქეებისთვის გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს.

სამუშაოების შემდგომ ეტაპებთან და მოსალოდნელ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია პერიოდულად განახლდება.

მოქალაქეებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები და გადაადგილების დაგეგმვისას ალტერნატიული მარშრუტებით ისარგებლონ.

 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

ამინდი უარესდება – გაფრთხილება მოსახლეობას

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე, ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში, ამინდი გაუარესდება. კერძოდ, სააგენტო…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ბერძენაულში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სოფლის გზების მდგომარეობა გაუმჯობესდება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილება უფრო…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით, საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 71 ვაკანსია ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.…

tvmonitoringi · 3 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.