კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ადგილობრივ მოსახლეობას და სოფლის საბავშვო ბაღისა და საჯარო სკოლის მოსარგებლეებს გადაადგილებისთვის უფრო კომფორტულ და უსაფრთხო პირობებს შეუქმნის.
პროექტის ფარგლებში მოეწყო რკინა-ბეტონის კიუვეტები და ეზოებში შესასვლელები, ასევე დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.
რეაბილიტირებული გზის მდგომარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი სოფლის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ყოველდღიური გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.