ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

შიდა ქართლში წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც რეგიონში წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და არსებული ინფრასტრუქტურული გამოწვევების გადაჭრის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ადგილობრივი მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების გზებზე, არსებული პრობლემების ეფექტურად მოგვარებასა და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წყალმომარაგების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელებას.

სამუშაო შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. მათი განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგიონში არსებული საკითხების დროულად გამოვლენასა და მოგვარებას, ასევე მოსახლეობისთვის ხარისხიანი წყალმომარაგების მომსახურების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტში უფასო კვების პროგრამის 90 ბენეფიციარს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ნობათი გადაეცა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ უფასო კვების პროგრამით მოსარგებლე 90 ბენეფიციარს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ნობათი გადასცა. სასურსათო ამანათები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

კავთისხევში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ადგილობრივ მოსახლეობას და სოფლის საბავშვო ბაღისა და საჯარო…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ამინდი უარესდება – გაფრთხილება მოსახლეობას

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე, ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში, ამინდი გაუარესდება. კერძოდ, სააგენტო…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.