შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც რეგიონში წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და არსებული ინფრასტრუქტურული გამოწვევების გადაჭრის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ადგილობრივი მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების გზებზე, არსებული პრობლემების ეფექტურად მოგვარებასა და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე იმსჯელეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წყალმომარაგების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელებას.
სამუშაო შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. მათი განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგიონში არსებული საკითხების დროულად გამოვლენასა და მოგვარებას, ასევე მოსახლეობისთვის ხარისხიანი წყალმომარაგების მომსახურების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.