ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 3 ნოემბერი 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

ამოღებულია 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცი

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, უნებართვოდ დაკლული მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთეს.

სააგენტოს ცნობით, ამოღებულია და განადგურებულია 2 ტონამდე ხორცი.

“თავდაპირველად, სააგენტოში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფელ წილკანიდან შემოვიდა შეტყობინება 15 სული მსხვილფეხა პირუტყვის ინტოქსიკაციის შესახებ. ფერმერის (კ. წ.) ინფორმაციით, საქონლის სადგომის მწერების საწინააღმდეგო პრეპარატით დამუშავების შემდეგ, ცხოველებს მოწამვლის ნიშნები აღენიშნათ.

სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ვეტერინარებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს გამოყენებული პრეპარატის ნიმუში (პირველადი შესწავლით, ადგილი ჰქონდა პრეპარატის არასწორ გამოყენებასა და უსაფრთხოების წესების დარღვევას). ადგილზე არსებული, ფერმერის მიერ უკვე დაკლული ერთი სული პირუტყვი ვეტერინარული წესების დაცვით განადგურდა, ხოლო დარჩენილ 14 სულთან დაკავშირებით, ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის ბაზარზე მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, ფერმერს სააგენტოს წინასწარი ინფორმირების ვალდებულება დაეკისრა.

ჩატარებული დამატებითი მოკვლევის შედეგად, შემოსავლების სამსახურისა და სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც შპს პროდუქტები 2028-ის (ს/კ 445530239) კუთვნილი, სასაკლაოს გვერდის ავლითა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 2 ტონამდე ხორცი გადაჰქონდა.

შემოწმებით დადგინდა, რომ ცხოველების საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნები სწორედ სოფელ წილკანში სავარაუდოდ მოწამლულ პირუტყვს ეკუთვნოდა.

სააგენტოს ინსპექტორებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს – ხორცი სრულად ამოიღეს და გაანადგურეს, ხოლო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.” – წერია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს

გორი მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში განახლდება…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ქარელში პირველკლასელებმა პირველი ნერგები დარგეს – გამწვანების აქციაში 374 ბავშვი ჩაერთო

ქარელის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია „ჩემი პირველი ნერგი“ გაიმართა. ინიციატივის ფარგლებში საჯარო სკოლების პირველკლასელებმა მწვანე ნარგავები სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სკვერების…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

კასპის მაღალმთიან სოფელ ახალციხეში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ახალციხეში შიდა საუბნო გზების მოწესრიგება იგეგმება. ამ ეტაპზე გზებზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტის დასრულების შემდეგ კი…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.