ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ბერძენაულში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სოფლის გზების მდგომარეობა გაუმჯობესდება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები გზა №2-სა და №4-ზე ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის, ხელოვნური ნაგებობების, გზებთან მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას.

ამ ეტაპზე გზა №4-ზე 347 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონით გზის საფარის ქვედა ფენის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სამუშაოებს შპს „გ.კ“ ასრულებს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.