ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 22 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში, ქვეყნის მასშტაბით 40 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 10 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 4 მონადირეს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდა გადახდილი, 10 შემთხვევაში კი სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას – ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.
ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 19 უკანონო საშუალება – ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, კონტროლს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო ამკაცრებს. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები – ე.წ. ბაგები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრაქტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლი გახდა უფრო ეფექტიანი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ნადირობის წესები, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

განათლება

ცნობილია, სად იქნება შესაძლებელი მოსწავლეთათვის სასკოლო ფორმების შეძენა

შპს საგანმანათლებლო რესურსები სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართებს აქვეყნებს, სადაც, საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეთათვის სასკოლო ფორმების შეძენა იქნება შესაძლებელი. როგორც…

tvmonitoringi · 8 წთ
საზოგადოება

გორში საერთო სარგებლობის სივრცეების განახლება გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ცნობით, დასასვენებელ და სხვა საერთო სარგებლობის სივრცეებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-განახლების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

სად იქნება შესაძლებელი სასკოლო ფორმის შეძენა – როდიდან დაიწყება გაყიდვა და რა ეღირება?

საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მინიმუმ, ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველას შეეძლება, მივიდეს და სასკოლო ფორმა შეიძინოს,…

tvmonitoringi · 2 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.