ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
განათლება

გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

,,უნივერსიტეტში გატარებული წლები, აკადემიური ცოდნის მიღებასთან ერთად, მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რომელიც თქვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით გამოიყენებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე, განაგრძობთ განვითარებას და ღირსეულად გაივლით თქვენს პროფესიულ გზას.

მჯერა, თქვენი ცოდნითა და შესაძლებლობებით ასახელებთ სამშობლოს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ საქართველოს წინსვლასა და განვითარებაში,” – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიების დასასრულს მინისტრმა, უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე მღებრიშვილთან ერთად, სტუდენტებს სიგელები გადასცა.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს 282 კურსდამთავრებული ჰყავს.

კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება ასევე მიულოცეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

განათლება

გორში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოეს

გორში განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოეს. მათ მადლობის სიგელები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ,…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

ხაშურში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურასა და არსებულ გამოწვევებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

ქარელში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

ქარელის კულტურის ცენტრში პედაგოგების დაჯილდოებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ მასწავლებლებს საპატიო ჯილდოები…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.