ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

გორელი ახალგაზრდებისთვის სტეფანწმინდაში მოლაშქრეთა ბანაკი მოეწყობა

გორელი ახალგაზრდებისთვის სტეფანწმინდაში ხუთდღიანი მოლაშქრეთა ბანაკი მოეწყობა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები მთიან რეგიონს, ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობიან.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები სტეფანწმინდასა და მის მიმდებარე ტერიტორიებს მოინახულებენ და მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ ფოლკლორულ ფესტივალში, სადაც საკუთარ შემოქმედებით შესაძლებლობებს წარმოადგენენ.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 19 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც გამოირჩევიან შემოქმედებითი უნარებით და განსაკუთრებით ინტერესდებიან მოგზაურობით, მთითა და ახალი გამოცდილებების მიღებით.

მონაწილეთა შერჩევა გასაუბრების საფუძველზე მოხდება. ახალგაზრდები სტეფანწმინდაში 7 სექტემბერს გაემგზავრებიან და იქ ხუთ დღეს გაატარებენ.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი 5 სექტემბრის ჩათვლით, მშობელთან ერთად, ასოციაცია „ტონთიოს“ ადმინისტრაციულ შენობაში უნდა წარადგინონ.

მისამართი: გორი, გორჯვრის ქ. №26.

საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

  • პირადობის მოწმობა ან დაბადების მოწმობა;
  • ჯანმრთელობის ცნობა — ფორმა №100;
  • მშობლის თანხმობა, რომელსაც მშობელი ადგილზე, სპეციალურ ფორმაზე შეავსებს.

პროექტი ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის „კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შესაძლებელია დაკავშირება ნომერზე: 599 22 16 44.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.