ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2026
FB
tvmonitoringi
სპორტი

გორის გოგონათა ფრენბურთის გუნდმა კასპის ღია პირველობა სეტის წაუგებლად მოიგო

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ფრენბურთელ გოგონათა გუნდი კასპში გამართული ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.

შეჯიბრება კასპის სპორტული კომპლექსის დარბაზში გაიმართა და მასში კასპის, გორის, ქარელისა და თბილისის გუნდები მონაწილეობდნენ.

გორელმა სპორტსმენებმა ტურნირი სეტის წაუგებლად დაასრულეს. მათ პირველ შეხვედრაში მასპინძელი გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს, გადამწყვეტ მატჩში კი ქარელის გუნდს ასევე 2:0 სძლიეს.

კასპის ღია პირველობაზე გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: მარიამ ბარჯაძე, მარიამ წულაია, ნანკა ლოქაბიძე, მარიამ აჯარი, ანასტასია კაპანაძე, ნატალია ჩილინგარაშვილი, კატო თოფჩიშვილი, ანასტასია როინიშვილი, მარიამ დათუნაშვილი, ბარბარე სილაგაძე, ტასო სამადალაშვილი, ანასტასია მოწყობილი, ანანო ბაბუციძე და ანანო ასკილაშვილი.

გუნდის მწვრთნელები თინა ფსუტური და ნინო სირაძე არიან.

გორელმა ფრენბურთელებმა ტურნირზე დამაჯერებელი შედეგი აჩვენეს და პირველი ადგილი დაიკავეს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

სპორტი

ხაშური ლუკა მაისურაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს – შეჯიბრებაში ახალგაზრდა ძიუდოისტები იასპარეზებენ

12-14 ნოემბერს ქალაქ ხაშურში, კომპლექსური სასპორტო სკოლის დარბაზში, მსოფლიოს ჩემპიონისა და ევროპის ორგზის ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

გორელმა დავით ფსუტურმა ბუდაპეშტში ევროპის თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

გორელმა ძიუდოისტმა დავით ფსუტურმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ კადეტთა ევროპის თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოდან მხოლოდ…

tvmonitoringi · 1 წთ
სპორტი

# გორი ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს – საპრიზო ფონდი 40 000 დოლარია

15 ნოემბერს, გორის ახალ სპორტის სასახლეში, ქართულ ჭიდაობაში რიგით მეორე მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. მსოფლიოს პირველობა ორ წონით კატეგორიაში ჩატარდება: 80…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.