15 ნოემბერს, გორის ახალ სპორტის სასახლეში, ქართულ ჭიდაობაში რიგით მეორე მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.
მსოფლიოს პირველობა ორ წონით კატეგორიაში ჩატარდება: 80 კგ და აბსოლუტურ წონაში (+80 კგ). შეჯიბრებაში მონაწილეობას 18 წელს ზემოთ სპორტსმენები მიიღებენ.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი ჯამში 40 000 დოლარს შეადგენს. პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდება:
აბსოლუტური წონა (+80 კგ):
● I ადგილი — 13 000 დოლარი;
● II ადგილი — 7 000 დოლარი;
● III ადგილი — 5 000 დოლარი.
80 კგ წონითი კატეგორია:
● I ადგილი — 7 000 დოლარი;
● II ადგილი — 5 000 დოლარი;
● III ადგილი — 3 000 დოლარი.
ჩემპიონატის ორგანიზატორია ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერები კი სპორტის სამინისტრო და გორის მუნიციპალიტეტი არიან.
შეჯიბრება 10:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.