ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

გორის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 6 523 მოქალაქემ ისარგებლა

გორის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში, 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, 6 523 მოქალაქის 8 051 განცხადება დაკმაყოფილდა.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მოქალაქეებმა სხვადასხვა სახის დახმარების სახით 3,5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

ჯანდაცვის პროგრამები ითვალისწინებს ონკოლოგიური პაციენტების, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, ქრონიკული და იშვიათი დაავადებების მქონე პირების, ასევე აუტიზმისა და სქოლიოზის მქონე ბავშვების სამედიცინო დახმარებას, მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და რეაბილიტაციას.

სოციალური პროგრამების ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა ეძლევათ მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველ სტუდენტებსა და სპორტსმენებს, შშმ პირებს, ვეტერანებს, ობოლ ბავშვებს, მარტოხელა მშობლებს, ძალადობის მსხვერპლებს, ხანდაზმულებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს.

პროგრამები ასევე ითვალისწინებს მოქალაქეების საცხოვრებლითა და სარიტუალო მომსახურებით უზრუნველყოფას.

გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 2026 წელს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბიუჯეტი 4,5 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.