გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მოადგილეებთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდა.
მერმა ბაღების ხელმძღვანელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე სკოლამდელი განათლების მიმართულებით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ბავშვებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე გარემოს შექმნასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე.
2026 წელს გორის მუნიციპალიტეტი საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას აგრძელებს. ბავშვებისთვის უკეთესი პირობების შექმნა და ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.