გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 2 000 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთი განახლდება.
მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმა. სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება და მოსახლეობისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
პროექტის ღირებულება 1 072 298 ლარს შეადგენს. სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

