12-13 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გაიმართება.
ტრადიციული შეჯიბრება წელს მეექვსედ ჩატარდება. მასში 2007-2010 წლებში დაბადებული მოჭიდავეები იასპარეზებენ და მედლებისთვის 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ.
ტურნირი 12 ნოემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.
შეჯიბრების ორგანიზატორები გორის მუნიციპალიტეტის მერია და სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოა, მხარდამჭერი კი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციაა.