გორის სპორტის სასახლეში თავისუფალ ჭიდაობაში ნუგზარ სხირელის სახელობის მემორიალური ტურნირი გაიმართა. შეჯიბრების გამარჯვებული გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს გუნდი გახდა, საუკეთესო შედეგი კი სააგენტოს სასპორტო სკოლებს შორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლამ აჩვენა.
ტურნირი 12-13 ნოემბერს, 2007-2010 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის ჩატარდა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და უცხოეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მოჭიდავეებმა პირველობისთვის 10 წონით კატეგორიაში იბრძოლეს.
გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ასევე დაწესებული იყო ფულადი ჯილდოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილი საუკეთესო სპორტსმენებისთვის.
გორელი სპორტსმენების შედეგები წონითი კატეგორიების მიხედვით:
● 57 კგ: პირველი ადგილი — გიორგი მაისურაძე; მეორე ადგილი — საბა მინდიაშვილი.
● 61 კგ: მესამე ადგილი — ლუკა ტეტუნაშვილი.
● 65 კგ: მესამე ადგილი — გიორგი სიჭინავა.
● 70 კგ: მესამე ადგილები — ლუკა ბეშიძე და დავით ყაყიტაშვილი.
● 74 კგ: პირველი ადგილი — აკაკი მაზმიშვილი.
● 79 კგ: მეორე ადგილი — ლუკა ტატიაშვილი; მესამე ადგილი — რატი რევაზაშვილი.
● 86 კგ: მესამე ადგილი — გიგა ოთინაშვილი და იაკობ ქობულაშვილი.
● 92 კგ: პირველი ადგილი — ნიკოლოზ მაისურაძე.
● 97 კგ: მეორე ადგილი — საბა პაპაშვილი.
● 120 კგ: მესამე ადგილები — გივი კახნიაშვილი და გიორგი სამნიაშვილი.
ნუგზარ სხირელის სახელობის მემორიალური ტურნირი 2021 წელს, ცნობილი მწვრთნელის გარდაცვალების შემდეგ დაარსდა და წელს მეექვსედ ჩატარდა.
ტურნირის ორგანიზატორები გორის მუნიციპალიტეტის მერია და სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო არიან, მხარდამჭერი კი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციაა.
დაჯილდოების ფოტოალბომი: იხილეთ ბმულზე.