გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე ხორციელდება საგზაო ნიშნების მონტაჟი და განახლება, მაღალი რისკის მონაკვეთებზე ეწყობა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, ასევე მიმდინარეობს ბორდიურების შეღებვა.
განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავს როგორც ფეხით მოსიარულეთა, ისე ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას, საგზაო მოძრაობის მოწესრიგებასა და ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
სამუშაოები ეტაპობრივად გორის სხვადასხვა ლოკაციაზე გაგრძელდება.


