ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

გორში „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის“ მორიგი ტრენინგ-სემინარი გაიმართა

გორში „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის“ მორიგი კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარი გაიმართა, რომელიც ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა. სემინარს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე დაესწრნენ.

ტრენინგ-სემინარში ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები, მათ შორის მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოების წევრები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფარგლებში თეა ახვლედიანმა მონაწილეებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო პრიორიტეტები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის განათლების, პროფესიული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.

სემინარის პროგრამა მოიცავდა საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებს, ინტერაქციულ დისკუსიებსა და სამუშაო შეხვედრებს. ახალგაზრდებმა ექსპერტებთან და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს სამოქალაქო თანასწორობის, ადამიანის უფლებების, მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საკითხებზე.

„სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა“ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით 2021 წელს დაარსდა და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021–2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერება და საერთო სამოქალაქო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარება.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

დღის სიახლეები

სოფელ ხოვლეში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, მდინარე მტკვარზე, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს. სამწვერისისა და თაგვეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეები თევზჭერას საბურავებისგან დამზადებული…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, 70 წელს ქვემოთ პირების – 20 ლარით გაიზრდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განვითარებაზე არის ორიენტირებული. “ეკონომიკური ზრდა 5%-ია, ინფლაცია 3%, ბიუჯეტის…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.