ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, 70 წელს ქვემოთ პირების – 20 ლარით გაიზრდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განვითარებაზე არის ორიენტირებული.

“ეკონომიკური ზრდა 5%-ია, ინფლაცია 3%, ბიუჯეტის დეფიციტი 2,5 და მთავრობის ვალი 31,6, რაც სამეზობლოში და ევროპაშიც საუკეთესოა. შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტი – მილიარდ 200 მილიონით. პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ემატება თანხები,” – აღნიშნა კვიჟინაძემ.

რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ და 555 ლარი გახდება, იმავე ასაკობრივი კატეგორიის პირებს, რომლებიც მთაში ცხოვრობენ, პენსია 665 ლარი გაუხდებათ. 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში კი, პენსია 20 ლარით მოიმატებს.

“იგივე პროპორციით არის შშმ პირებზე გაკეთებული. ხელფასები ამ ეტაპზე, 8.4-ით მოიმატებს საჯარო სექტორში. ეს არის წინასწარი,” – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომიტეტებში 5 ოქტომბრიდან დაიწყება.

“პროფილური კომიტეტები თავის სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნებს, რა შეიძლება, დაემატოს ან გამოაკლდეს და გადავუგზავნით მთავრობას გადამუშავებისთვის, რომ ნოემბერში ახალი ვარიანტი შემოვიდეს. ხაზს ვუსვამ, ეს ბიუჯეტი არის პირველადი და გაიზრდება მეორე და მესამე მოსმენისას,” – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

კრიტიკული დარღვევები კარალეთის სასაკლაოზე – სააგენტომ საწარმოო პროცესი შეაჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ფრინველთა სასაკლაო შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორი…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურის მერი მოსახლეობას შეხვდა – მუნიციპალიტეტში შეხვედრები გრძელდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფლევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ნაცარგორის,…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ქარელის სოფელ მოხისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 500 მეტრამდე გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. ასევე მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები,…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.