გორში ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება. კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა სანიაღვრე არხები დაგროვილი ნალექისა და ნარჩენებისგან გაწმინდეს.
სამუშაოების ფარგლებში ასევე შეკეთდა დაზიანებული ცხაურები და გაიწმინდა ქალაქის შადრევნები.
კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი სამუშაოები ქალაქის სხვადასხვა უბანში ეტაპობრივად განხორციელდება.
