გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო საშემოდგომო გამწვანების სამუშაოებს აგრძელებს. ამჯერად, კვიპაროსისა და ტუხტის (ჰიბისკუსის) ნერგები ყიფიანის ქუჩაზე მდებარე სკვერში დარგეს.
გამწვანებისთვის შესაბამისი სააგენტო საკუთარ სანერგე მეურნეობაში გამოყვანილ ხე-მცენარეებს იყენებს. სეზონის განმავლობაში ახალი ნერგები ქალაქის სხვა სარეკრეაციო სივრცეებშიც დაირგვება.
პარალელურად, სააგენტო ქალაქის მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობასაც ახორციელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხეების გადაბელვა, ბალახის თიბვა და ტერიტორიების დასუფთავება.