ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

გორში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გორში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში პატივი მიაგეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მათი ოჯახების წინაშე არსებულ მძიმე გამოწვევებს.

ღონისძიება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იოსებ მაზმიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თამაზ ბესტაევი.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე 30 აგვისტოს აღინიშნება. მისი მთავარი მიზანია დაკარგული ადამიანების ხსოვნის პატივისცემა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმ მძიმე პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები წლების განმავლობაში დგანან.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაახლოებით 1 900 ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.