ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ორშაბათი, 5 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
კულტურა

ერისთავის თეატრში საპატიო გორელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

გორის მერიის ინფორმაციით, ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გორის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

გორის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:

▪️︎ ნინო წიკლაურს — გორის გოგონათა გუნდის დირიჟორს;
▪️︎ გიორგი ბერძნიშვილს — დამსახურებულ პედაგოგს;
▪️︎ გიორგი საძაგლიშვილს — ანსამბლ „გორის“ ლოტბარს;
▪️︎ მანანა კარიჭაშვილს — მართლმადიდებელ ქალთა ორგანიზაციის თანადამფუძნებელსა და ქველმოქმედს;
▪️︎ ნოდარ მდინარიძეს — მსახიობს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს;
▪️︎ ალექსანდრე ფსუტურს — ფრესკულ ხატმწერს;
▪️︎ მამუკა ნადირაძეს — გორის კოლორიტს;
▪️︎ მამა ბასილს — დეკანოზსა და საკვირაო სკოლის დამაარსებელს;
▪️︎ გიორგი თენაძეს — ძიუდოში დამსახურებულ მწვრთნელს;
▪️︎ ზაურ საგანელიძეს — გორელ ბიზნესმენსა და მეცენატს.

ღონისძიების ფარგლებში, სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გუნდმა მსმენელს სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა წარუდგინა.

გოგონათა გუნდის იუბილესთან დაკავშირებით, სიმღერაზე — „ჩემი გორი“, რომლის ტექსტის ავტორია ბეგლარ ნოზაძე, ხოლო მუსიკისა — ჯემალ ბეგლარიშვილი, ვიდეოკლიპი შეიქმნა. მუსიკალური ნამუშევრის პრეზენტაცია საიუბილეო საღამოზე გაიმართა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

“გორის დღე 2026” მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე სივრცე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებას, კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობას, ადგილობრივი მეწარმეების, ხელოვანებისა და შემოქმედებითი ჯგუფების ნამუშევრებს…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

,,გორის დღე 2026“ – ქალაქის მთავარი დღესასწაული 3 ოქტომბერს გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტი ქალაქის დღესასწაულს  „გორის დღე 2026“-ს 3 ოქტომბერს აღნიშნავს. ღონისძიებები ლომჭაბუკის მოედანზე 12:00 საათიდან დაიწყება, ოფიციალური გახსნა კი 15:00…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ქარელში ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია იწყება

ქარელის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის სარწყავი სისტემის შაქშაქეთის დიუკერის, ავარიული ფარისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის ფარგლებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია განხორციელდება.…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.