ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
შაბათი, 3 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ქარელში ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია იწყება

ქარელის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის სარწყავი სისტემის შაქშაქეთის დიუკერის, ავარიული ფარისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია იწყება.

პროექტის ფარგლებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია განხორციელდება. ასევე მოეწყობა საუბნო სახლი, მასთან მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორია.

დაგეგმილი სამუშაოების არეალი და არსებული ინფრასტრუქტურა ადგილზე შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა კომპანიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, შაქშაქეთის დიუკერის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი რეაბილიტაცია აუცილებელია საირიგაციო სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის და სარწყავი წყლის სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულება 2027 წლის აპრილის ბოლოს იგეგმება.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაიზრდება შაქშაქეთის დიუკერისა და სათავე ნაგებობის მდგრადობა და საიმედოობა, რაც წყალმომხმარებლებისთვის სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

,,გორის დღე 2026“ – ქალაქის მთავარი დღესასწაული 3 ოქტომბერს გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტი ქალაქის დღესასწაულს  „გორის დღე 2026“-ს 3 ოქტომბერს აღნიშნავს. ღონისძიებები ლომჭაბუკის მოედანზე 12:00 საათიდან დაიწყება, ოფიციალური გახსნა კი 15:00…

tvmonitoringi · 1 წთ
კულტურა

ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკაში „ზაფხულის კითხვის კონკურსი 2026“-ის გამარჯვებულები დააჯილდოეს

ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკაში საზაფხულო მარათონის  „ზაფხულის კითხვის კონკურსი 2026“  გამარჯვებული მკითხველების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონკურსი ბავშვებში კითხვის პოპულარიზაციას, წიგნიერების დონის…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში მორიგი შეხვედრა გაიმართა

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გაერთიანების ფილიალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გაერთიანების მეთოდისტმა თამარ შუბითიძემ კოლეგებს გოეთეს ინსტიტუტში…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.