ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
პარასკევი, 25 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ეს არის შეურაცხმყოფელი ქმედება და ნაბიჯი ქართული საზოგადოების და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ეს არის უპატივცემულობა ჩვენი სახელმწიფოსი – გიორგი სოსიაშვილი “კორძის” კონცერტის დაფინანსებაზე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სოსიაშვილის შეფასებით, ევროკავშირის მხარდაჭერით გორში დაგეგმილი კონცერტი ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ გადადგმული შეურაცხმყოფელი ნაბიჯია.

“ეს არის შეურაცხმყოფელი ქმედება, შეურაცხმყოფელი ნაბიჯი ქართული საზოგადოებისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ეს არის უპატივცემულობა ჩვენი სახელმწიფოსი. ევროკავშირის ელჩმა კეთილი უნდა ინებოს და გასცეს ამ კითხვებს პასუხი, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ნახევარ საქართველოს აგინებდა, ლანძღავდა და იმ რადიკალებს, რომლებიც ქუჩა-ქუჩა დაძრწოდნენ და მოსახლეობას ასეთი ლანძღვა-გინებით აწუხებდნენ, სიმღერებს უწერდა.

გვახსოვს ჩვენ აი, ამ ბატონის დაწერილი უხამსობები. წარმოიდგინეთ, რამდენად შეურაცხმყოფელი ფაქტია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირი აფინანსებს აი ამ ბატონის, ამ უხამსი კლიპებისა და სიტყვების ავტორის კონცერტს, თან ჩვენს ქალაქ გორში, რომელიც არის ომ გადატანილი ქალაქი და ყველაზე მეტად სწორედ ამ ქალაქმა იცის მშვიდობის ფასი,”- აცხადებს სოსიაშვილი.

ცნობისთვის, 26 სექტემბერს, ფესტივალ “კამარას” ფარგლებში გორში დაგეგმილი მუსიკოსისა და აქტივისტის, “კორძის” კონცერტის მხარდამჭერები დანიის კულტურის ინსტიტუტი და ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობა არიან. 

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

ქარელის სოფელ აბისში 228 მეტრი სიგრძის წყალგამტარი არხი მოეწყობა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში წყალგამტარი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება და 228 მეტრი სიგრძის წყალგამტარი…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

კასპში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

ქალაქ კასპში მრავალბინიანი კორპუსების დარჩენილი კვარტალური ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები კოსტავას ქუჩა №16-ში მდებარე კორპუსის ეზოში მიმდინარეობს.…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

გორის სოფელ რეხაში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი რწმუნებულის…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.