ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
კვირა, 30 აგვისტო 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

თეზში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის ოკამის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ თეზში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე სპორტულ მოედანზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ მოედანზე განთავსდება საკალათბურთო ფარი და ფეხბურთის კარი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და დაიგება ხელოვნური მწვანე ბალახის საფარი.

სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის უკეთესი პირობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა.

ახალი სპორტული სივრცე ადგილობრივ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, სპორტით დაკავდნენ და აქტიური ცხოვრების წესი განავითარონ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-31 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდის შესახებ, მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-31 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდის შესახებ, მოსახლეობას აფრთხილებს. “29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სხვადასხვა სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი საგზაო…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – პროექტის ღირებულება 1.77 მილიონი ლარია

ხაშურის ცენტრალურ მოედანზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში განახლდება როგორც მოედნის ტერიტორია, ისე საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებასა და…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.