ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტში

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან პაატა ჩადუნელთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხაშურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს კოსტავას, ყიფიანისა და ლომოურის ქუჩების რეაბილიტაცია. პროექტების ფარგლებში იგება ასფალტის საფარი, ეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები, ასევე მონტაჟდება თანამედროვე გარე განათების სისტემა.
კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1 751 945 ლარს შეადგენს. ყიფიანის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 477 014 ლარია გამოყოფილი, ხოლო ლომოურის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 1 110 000 ლარს შეადგენს.
პროექტების დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა განახლებულ, უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.