ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
დღის სიახლეები

ირაკლი კობახიძე – ანწუხელიძის წამება და მკვლელობა ახალი მომხდარი იყო, როდესაც სააკაშვილი და მერაბიშვილი ხელგაშლილი ესაუბრებოდნენ რუს ტურისტებსა და ბიზნესმენებს

მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს, მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას დამატებითი ეკონომიკური პრობლემები არ შეჰქმნოდა, მისცეს მარტივი დირექტივა, რომ სააკაშვილი უნდა დახვედროდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს ლარსის გამშვებ პუნქტზე, ახლა აქვთ განსხვავებული დავალება, იმიტომ რომ ახლა პირიქით, „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, უცხოური აგენტურა გამოიყენოს საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ კონკრეტული ადამიანები გამოდიოდნენ ტექსტებით იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, მიესალმებოდნენ ამ ყველაფერს და დღეს ეს ადამიანები არიან დანიშნულები მთავარ რუსოფობებად საქართველოში.

„მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს. და მაშინ სააკაშვილს დავალებული ჰქონდა რუსებისთვის კარის გაღება, რუსი ტურისტებისთვის კარის გაღება, რომ დახვედროდა მათ ლარსის გამშვებ პუნქტზე და ა.შ. ეს იყო დავალება, ეს იყო მაშინ „დიფ სთეითის“ ხაზი. ერთ-ერთი მიზანი რა იყო – აგენტურა ჰყავდათ ხელისუფლებაში, მაშინ ისედაც უამრავი პრობლემა იყო 2008 წლის ომის შემდეგ, 2009 წლის ეკონომიკური ვარდნა და ა.შ. და მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას დამატებითი ეკონომიკური პრობლემები არ შეჰქმნოდა. აქედან გამომდინარე, მისცეს მარტივი დირექტივა, რომ სააკაშვილი უნდა დახვედროდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს ლარსის გამშვებ პუნქტზე. ახლა აქვთ განსხვავებული დავალება, იმიტომ რომ ახლა პირიქით, „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, უცხოური აგენტურა გამოიყენოს საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად. მაშინ იყო საპირისპირო ინტერესი, საპირისპირო მიზანი. „დიფ სთეითს“ უნდოდა, რომ არ შეჰქმნოდა დამატებითი ეკონომიკური სირთულეები მის აგენტურას, როცა ის იყო ხელისუფლებაში, ახლა „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, რომ საქართველოს შეექმნას თუნდაც მცირე ეკონომიკური სირთულეები. ამიტომ მაშინ მიიღო სხვა დავალება აგენტურამ და დღეს მიიღო სხვა.

სააკაშვილი მიესალმებოდა 2009-2010-2011 წლებში რუს ტურისტებს, როცა ერთი, ორი და სამი წლის მომხდარი იყო აგვისტოს ომი. როდესაც ახალი დაღუპულები იყვნენ ჩვენი სამხედროები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 30 000 ადამიანს დაატოვებინეს სახლ-კარი. ახალი მომხდარი იყო ეს ყველაფერი და ანწუხელიძის წამება და მკვლელობაც ახალი მომხდარი იყო და მაშინ ხელგაშლილი ესაუბრებოდა რუსებს, რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს სააკაშვილი და მერაბიშვილი. თქვენ იცით, ვინ არიან დღეს დანიშნული მთავარ რუსოფობებად გარედან უცხოურ აგენტურაში, ეს არის ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე ფორმულას დამფუძნებელი და მაშინ ეს ადამიანები გამოდიოდნენ პირდაპირ ტექსტებით იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, მიესალმებოდნენ ამ ყველაფერს. დღეს ეს ადამიანები არიან დანიშნულები მთავარ რუსოფობებად საქართველოში. ერთ-ერთი მათგანი, ფორმულას დამფუძნებელი რუსებზე ყიდის ბინას და თან რუსოფობად არის დანიშნული. ამ ყველაფრიდან ხომ ჩანს, რომ სინამდვილეში ესენი არიან უცხოელი აგენტები, რასაც დაავალებენ გარე ინტერესების მიხედვით, იმას გააკეთებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

დღის სიახლეები

ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, მდინარე მტკვარზე, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს. სამწვერისისა და თაგვეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეები თევზჭერას საბურავებისგან დამზადებული…

tvmonitoringi · 1 წთ
დღის სიახლეები

2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, 70 წელს ქვემოთ პირების – 20 ლარით გაიზრდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განვითარებაზე არის ორიენტირებული. “ეკონომიკური ზრდა 5%-ია, ინფლაცია 3%, ბიუჯეტის…

tvmonitoringi · 1 წთ
განათლება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღში პედაგოგის გაცილების ღონისძიება გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღში პედაგოგ ზეინაბ ლაბარტყავას პროფესიული საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით გაცილების ღონისძიება გაიმართა. ზეინაბ ლაბარტყავა სკოლამდელი განათლების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.