ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
პარასკევი, 11 სექტემბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

კასპის მერი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება.

კასპსა და იაპონიის ქალაქ ჰინოს შორის დამეგობრების შემდეგ, ვახტანგ მაისურაძე დელეგაციასთან ერთად საქართველოსა და იაპონიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, იჩირო აიასავას, იაპონიის პარლამენტში შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

კასპისა და ჰინოს თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებს შორის კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას ისახავს მიზნად.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გიორგი დარბიაშვილი და საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში შიდა საუბნო გზების ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის №509, 2026 წლის 10 მარტის „გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულებისა და ქარელის…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

გორის მერი საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მოადგილეებთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდა.…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ქარელში სოფელ ახალსოფელში სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 120 გრძივი მეტრი ანაკრები რკინა-ბეტონის სარწყავ-სანიაღვრე არხი, ჩამკეტები და…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.