15 სექტემბერს სასწავლო პროცესი განახლდა კასპის მუნიციპალიტეტის სკოლებშიც.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ მეფისქალაქისა და ქვემო გომის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ.
ვახტანგ მაისურაძემ მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული, ნაყოფიერი და საინტერესო წელი უსურვა.
მერმა წარმატებები უსურვა ასევე მშობლებსა და იმ კურსდამთავრებულებს, რომლებიც წელს სტუდენტები გახდნენ.


