ვალუტა
USD 2.7143 ▲ 0.0082 EUR 2.9518 ▼ 0.0104 GBP 3.4076 ▲ 0.0031
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2026
FB
tvmonitoringi
საზოგადოება

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროცესშია სოფელ ხვითიდან სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა, სადაც სანიაღვრე არხების რკინა-ბეტონის კიუვეტებით მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში 1 558 გრძივ მეტრ გზაზე და ეზოში შესასვლელებზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.

საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჩიტიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა ადგილობრივი მოსახლეობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსარგებლეებისთვის უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

გაზიარება Facebook X

მსგავსი სიახლეები

საზოგადოება

დავით მაზმიშვილის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

32 წლის დავით მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თურქეთში, კლინიკა „მემორიალში“, სამი რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომელთა საერთო ღირებულება 205…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა

17 ოქტომბერს გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვეტერანის დღე აღინიშნა. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან და…

tvmonitoringi · 1 წთ
საზოგადოება

ხაშურში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მხარეებმა კონტრაქტორი კომპანიების…

tvmonitoringi · 1 წთ

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.