სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ფრინველთა სასაკლაო შეამოწმეს.
სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობას სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა. ასევე დაფიქსირდა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მეწარმეებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით განახორციელონ და პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე არ აწარმოონ.